logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 12 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლას კრძალავს

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 12 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლას კრძალავს

1749104996

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს 12 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლას.

თეთრი სახლის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ეროვნული უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით მოხდა.

ქვეყნები, რომლის მოქალაქეებსაც ეკრძალებათ აშშ-ში შესვლა არის: ავღანეთი, მიანმარი, ჩადი, კონგოს რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი და იემენი. დამატებით კიდევ შვიდი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებიან ნაწილობრივი მგზავრობის შეზღუდვების ქვეშ: ბურუნდი, კუბა, ლაოსი, სიერა ლეონე, ტოგო, თურქმენეთი და ვენესუელა. ისინი ვერ მიიღებენ ტურისტულ და სტუდენტურ ვიზებს, თუმცა შენარჩუნებული აქვთ სამუშაო ვიზის, ან ამერიკელ ნათესავებთან შეერთების მიზნით ვიზის მიღების უფლება.

„პრეზიდენტი ტრამპი ასრულებს თავის დაპირებას, დაიცვას ამერიკელები საშიში უცხოელი აქტორებისგან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მოსვლას და ზიანის მიყენებას ისურვებენ“,-აცხადებს თეთრი სახლის სპიკერი აბიგეილ ჯექსონი.

გადაწყვეტილება ძალაში 2025 წლის 9 ივნისიდან შევა. მსგავსი გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა 2017 წელსაც მიიღო. მაშინ ოპონენტების მხრიდან ტრამპის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა. მათი აზრით, ტრამპის ქმედებით ადამიანების დისკრიმინაცია რეგილიური ნიშნით მოხდა, თუმცა უზენაუსმა სასამართლომ ტრამპის გადაწყვეტილება კანონიერად ცნო. 2021 წელს ბაიდენის ადმინისტრაციაში მოსვლის შემდეგ გადაწყვეტილება გაუქმდა.

გამოგვყევით