logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ღვინის ქურდები" კორეის ბაზარზე გასასვლელად ემზადება

"ღვინის ქურდები" კორეის ბაზარზე გასასვლელად ემზადება. როგორც კომპანია „ღვინის ქურდების“ თანადამფუძნებელმა ზაზა ასათიანმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, პირველი ექსპორტი სავარაუდოდ გაზაფხულის ბოლოს განხორციელდება.

მანვე აღნიშნა, რომ კომპანია კორეიდან საქართველოში სავარაუდო პარტნიორების ჩამოსვლას მაისში ელოდება და პოზიტიური მოლოდინები აქვს.  

"წლის ბოლოს იაპონიაში, საკმაოდ სერიოზულ პარტნიროთან დავიწყეთ ურთიერთობა, რომელიც თავის ბაზარზე ბევრ რესტორანს, სასტურმოსა და მაღაზიას ამარაგებს. რაც შეეხება კორეის ბაზარს, გვქონდა დეგუსტაციები, გასინჯეს და მივიღეთ პირველადი დადებითი შთაბეჭდილებები. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნულ ბაზარზეც გამოვჩნდებით.

ჩვენ ადგილობრივადაც დავიწყეთ პატარ-პატარა კამპანიები, რადგან აღმოჩნდა, რომ უცხოეთში უფრო გვიცნობენ, ვიდრე საქართველოში, თუმცა საერთო ჯამში, ჩვენი სამიზნე ბაზარი მაინც საექსპორტო მიმართულებებია. გვინდა, რომ ჩვენი კომპანიის გაყიდვების 80% სწორედ ექსპორტზე მოდიოდეს", - აცხადებს ზაზა ასათიანი.

მისივე თქმით, "ღვინის ქურდების" გაყიდვების წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია და კომპანია განვითარებას როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე აქტიურად განაგრძობს. 

შეგახსენებთ, ღვინის კომპანია „ღვინის ქურდები“ 2015 წელს წინანდალში დაფუძნდა. დაფუძნებიდან პირველი ორი წელი კომპანიის საქმიანობის კონცეფცია მოიცავდა მევენახე გლეხების მოძიებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ გადაყვანას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე, ასევე კომპანია მათ  ღვინის ბრენდირებასა და სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის გატანაში ეხმარებოდა.

"ITB Berlin ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა როგორც საქართველოს წარდგენისთვის, ისე ტურისტული პროდუქტების პრომოუშენისთვის" - გვანცა რაზმაძე

"ITB Berlin ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა როგორც საქართველოს წარდგენისთვის, ისე ტურისტული პროდუქტების პრომოუშენისთვის" - გვანცა რაზმაძე

გამოგვყევით