logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

პარლამენტმა "საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა "საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი დაუჭირა

1772626193

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტს.

საკითხი განსახილველად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ წარადგინა.

მისი განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას.

კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება.

გამოგვყევით