logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

BMW მსოფლიო მასშტაბით ასობით ათას ავტომობილს გაიწვევს - მიზეზი ხანძრის პოტენციური რისკია

გერმანულმა ავტომწარმოებელმა BMW-მ, ხანძრის პოტენციური რისკის გამო, მსოფლიოს მასშტაბით ასობით ათასი ავტომობილის გაწვევა გამოაცხადა.

გაწვევა შეეხება i7, i5, მე-5, მე-7 სერიისა და M5 სერიის 340 ათასამდე ავტომობილს, რომლებიც წარმოებულია 2022-დან 2025 წლამდე.

BMW-ის წარმომადგენლის განცხადებით, ხარისხის შიდა შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაზარალებულ ავტომობილებში კაბელების განლაგება საჭიროებს კორექტირებას. თუმცა კომპანიამ აღნიშნა, რომ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული ავარიები ან დაშავების შემთხვევები დაფიქსირებული არ არის. 

გამოგვყევით