"საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2025 წელს საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 1 717.9 ათასი მგზავრი, რაც 17.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში, მგზავრთბრუნვის მოცულობამ 393.3 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 17.7 პროცენტით ნაკლებია 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
2025 წელს ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 1 690.2 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.4 პროცენტს შეადგენს და 17.5 პროცენტით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 27.7 ათასი მგზავრი, რაც 2.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 67.9 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 32.1 პროცენტი (2025 წელს სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).
საქართველოს რკინიგზის ხაზების მთლიანი სიგრძე 2025 წლის ბოლოსათვის 2 441.0 კილომეტრს შეადგენდა, საიდანაც ელექტროფიცირებული იყო 98.4 პროცენტი. რკინიგზის ლიანდაგების გაშლილი სიგრძე იყო 1 978.9 კილომეტრი, რომლის 44.0 პროცენტი მთავარი ხაზების სიგრძეა, 29.3 პროცენტი - განშტოებების სიგრძე, 23.9 პროცენტი სადგურის ლიანდაგებია, ხოლო 2.9 პროცენტი - მისასვლელი ლიანდაგები.
რკინიგზის ხაზების მთლიანი საექსლუატაციო სიგრძე 2025 წლის ბოლოსათვის 1 592.6 კილომეტრს შეადგრნდა, საიდანაც ელექტროფიცირებული იყო 99.6 პროცენტი. მთავარი ხაზის საექსპლუატაციო სიგრძე იყო 551.3 კილომეტრი, რომლის 42.9 პროცენტი ერთლიანდაგიანია, 57.1 პროცენტი კი - ორლიანდაგიანი.
2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.0 პროცენტით ნაკლები, სულ 13.3 მლნ. ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 7.9 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 34.7 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 57.5 პროცენტი — ტრანზიტზე.
2025 წელს საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 75.8 პროცენტი მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 24.2 პროცენტი კი — ქვეყნიდან გატანილზე.
2025 წელს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 35.8 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 27.2 პროცენტის გამომგზავნს — აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 37.0 პროცენტი).
2025 წელს რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 16.2 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა, 9.2 პროცენტისას — ყაზახეთი, 8.4 პროცენტისას — რუსეთის ფედერაცია, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 66.2 პროცენტი). 2025 წელს ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის2 განაწილება დანიშნულების ქვეყანის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 13.4 პროცენტი — ნიდერლანდები, 10.8 პროცენტი — თურქეთი, 6.6 პროცენტი — ჩინეთი, 2.9 პროცენტი — უკრაინა, 2.4 პროცენტი — იტალია, 1.3 პროცენტი — რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 6.0 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 3.0 პროცენტისას — თურქეთი, 1.2 პროცენტისას — აშშ, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 36.4 პროცენტი მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, 20.9 პროცენტი — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 12.8 პროცენტი — ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.
2025 წელს სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 56.5 პროცენტი ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 22.7 პროცენტი ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 9.9 პროცენტი — სატრანსპორტო აღჭურვილობის სასაქონლო ჯგუფს. რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (47.3 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (17.0 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (11.0 პროცენტი), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (6.8 პროცენტი), ქვანახშირი და ლიგნიტი (5.0 პროცენტი), ძირითადი ლითონები (4,7 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (2.7 პროცენტი); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (35.0 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25.6 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13.0 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (12.1 პროცენტი). 2025 წელს ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 78.6 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (38.2 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (30.0 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (10.4 პროცენტი).
2025 წელს საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 1 717.9 ათასი მგზავრი, რაც 17.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში, მგზავრთბრუნვის მოცულობამ 393.3 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 17.7 პროცენტით ნაკლებია 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
2025 წელს ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 1 690.2 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.4 პროცენტს შეადგენს და 17.5 პროცენტით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 27.7 ათასი მგზავრი, რაც 2.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 67.9 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 32.1 პროცენტი (2025 წელს სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).