ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6922 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6759 ლარი იყო.
დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0163 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1606 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1581 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0025 ლარი შეადგინა.