ირანში აშშ-ისა და ისრაელის ომის ფონზე მსოფლიოში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასებმა მოიმატა, ასევე, დაეცა აქციების ფასი, ხოლო დოლარის კურსი კი სხვა ვალუტებთან მიმართებაში გაიზარდა, – ამის შესახებ BBC იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია შიშმა, რომ კონფლიქტი შეაჩერებდა სპარსეთის ყურიდან ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის საზღვაო ექსპორტს.
მათივე ცნობით, 2024 წლის ივლისის შემდეგ პირველად, „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 85 დოლარს მიაღწია.
ამასთან, როგორც BBC იტყობინება, ევროპული აქციების ფასები დაეცა: გერმანიის DAX ინდექსი – 3.76%-ით, ხოლო FTSE 100 – 2.57%-ით. აზიურ აქციებზეც მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა: კორეული KOSPI ინდექსი 7.24%-ით გაუფასურდა, იაპონური Nikkei კი – 3.06%-ით.
რაც შეეხება ამერიკულ დოლარს, მისი ფასი გაიზარდა, რადგან ინვესტორები, რომლებიც მსგავსი არეულობის დროს უფრო უსაფრთხო ვალუტას ეძებენ, ამერიკულ აქტივებზე გადავიდნენ.
1tv.ge