გაცნობებთ, რომ სტრუქტურული რეფორმის შედეგად, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გარდაიქმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციად, ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
მათივე ცნობით, ახალი მანდატითა და გაფართოებული შესაძლებლობებით, კორპორაცია კიდევ უფრო აქტიურად შეუწყობს ხელს ქართული ბიზნესის განვითარებას, ადგილობრივი წარმოების გაფართოვებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებას, ექსპორტის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ამიერიდან საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ოფიციალური სოციალური პლატფორმები იქნება - ფეისბუქი: facebook.com/gedc.ge, ინსტაგრამი: instagram.com/gedc.ge/ ლინკდინი: linkedin.com/company/economic-development-corporation