logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების რაოდენობა 31%-ით გაიზარდა

იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების რაოდენობა 31%-ით გაიზარდა

1782292200

2026 წლის იანვარი - მაისის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 9 ათასი ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები, 14.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების რაოდენობა 31%-ით (2.1 ათასი ტონა) გაიზარდა, ხოლო ღირებულება 22%-ით (2.5 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში, ექსპორტი 42 ქვეყანაში განხორციელდა, ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: აშშ (22%), ავსტრალია (20%), გერმანია (13%), რუსეთი (12%) და ისრაელი (7%).

გამოგვყევით