logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

2025 წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 16 637.6 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა - "საქსტატი"

2025 წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 16 637.6 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა - "საქსტატი"

1772612573

"საქსტატის" ცნობით, 2025 წელს საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 1 7891 გემი, რომელთა 50.9 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 23.6 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 15.5 პროცენტი - კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 10.0 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

2025 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 40.4 პროცენტით მეტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი მიიღო, 38.8 პროცენტით მეტი - სპეციალიზებული, 2.5 პროცენტით მეტი - ნაყარი ტვირთმზიდი, 26.7 პროცენტით ნაკლები - კონტეინერმზიდი და 16.6 პროცენტით ნაკლები - თხევადი ტვირთმზიდი.

2025 წელს საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.6 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.3 პროცენტი - თურქეთის, 9.9 პროცენტი - მალტის, 8.3 პროცენტი - ლიბერიის, დანარჩენი 48.9 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

2025 წელს საქართველოს ნავსადგურები 12.8 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 62.0 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 52.0 პროცენტს შეადგენდა.

2025 წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 16 637.6 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 6.8 პროცენტით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 47.7 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 31.0 პროცენტი — თხევადი ტვირთი, ხოლო 21.3 პროცენტი — ნაყარი ტვირთი.

გამოგვყევით