logo
Loading data...
მთავარი გადაცემები

სტატია

"ბიზნესპარტნიორი" - 3.03.2026 - სრული გადაცემა

"ბიზნესპარტნიორი" - 3.03.2026 - სრული გადაცემა

1772545500

1. ახლო აღმოსავლეთში გამწვავებულმა სამხედრო ვითარებამ პირდაპირი გავლენა მოახდინა გლობალურ ავიამიმოსვლაზე — რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო სივრცე დროებით დახურულია, რეისები გადაიდო ან გაუქმდა. ყოველდღიურად იცვლება ტურისტული გეგმები: ნაწილი მგზავრებისა სხვადასხვა ქალაქშია ჩარჩენილი, ნაწილი კი ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებს. რა გავლენა მოახდინა არსებულმა ვითარებამ ქართულ ტურისტულ ბაზარზე?

 სტუმარი: გიორგი მელიქიშვილი - ტურისტული კომპანია Travelfy -ის ხელმძღვანელი

2. 27 მილიონი ლარის მოგება, საინვესტიციო პროექტები და 264 მილიონი დოლარის თანამონაწილეობა — ასეთია საქართველოს განვითარების ფონდის გასული წლის პორტფოლიო რა შედეგებით დაასრულა ფონდმა წელი? რამდენად ეფექტურია მისი საინვესტიციო პოლიტიკა და რა მაჩვენებლები აქვთ შვილობილ კომპანიებს?

 სტუმარი: ბესიკ ბუგიანიშვილი - საქართველოს განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

გამოგვყევით