logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმმა ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ტექნოლოგიური ბანაკის მონაწილეებს უმასპინძლა

ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმმა ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ტექნოლოგიური ბანაკის მონაწილეებს უმასპინძლა

1787555482

საგანმანათლებლო შეხვედრის ფარგლებში ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმმა ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ტექნოლოგიური ბანაკის მეხუთე ნაკადის მონაწილეებს უმასპინძლა.

აღნიშნული პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით განხორციელდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებში ფინანსური და ეკონომიკური ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა. ამ მიმართულებით, სებ-ი ახალგაზრდებს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობასა და ინიციატივას სთავაზობს. ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდებს სპეციალური ტური ფულის მუზეუმის კურატორმა, როლანდ სპანდერაშვილმა ჩაუტარა. მან მონაწილეებს მუზეუმის ისტორია, უნიკალური ექსპონატები და ქართული ფულის მიმოქცევის მნიშვნელოვანი ეტაპები გააცნო.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ერთადერთია საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს ფულის როგორც სახელმწიფოებრიობის აუცილებელი ატრიბუტის და ხელოვნების ნიმუშის პოპულარიზაციას, ასევე წარმოაჩენს მისი განვითარების დონეს საქართველოს ისტორიაში.

ამასთან, შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მოკლემეტრაჟიანი სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმის - "ქართული ფულის თავგადასავალი - 30 ამბავი" ჩვენება. აღნიშნული მედიაპროექტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა და ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილესა და ქართული ფულის 26 საუკუნოვან ისტორიას მიეძღვნა.

ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს ეროვნული ბანკის ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.

გამოგვყევით