logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"თუ სამხრეთის დერეფანში შეფერხებები გაგრძელდება, ტვირთების 20-30% შუა დერეფანში გადმომისამართდება" - Kairos Logistics

Kairos Logistics-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ თუ სამხრეთის დერეფანში შეფერხებები გაგრძელდება, ტვირთების 20-30% შუა დერეფანში გადმომისამართდება.

ისიც უნდა ითქვას, რომ 2035 ტვირთბრუნვის გასამმაგების მოლოდინი ისედაც იყო. ეს დაძაბულობა დღეს არ დაწყებულა. სამწუხაროდ, ისტორია ხშირად მეორდება. ჩრდილოეთში და ახლო აღმოსავლეთში მუდმივად არის კონფლიქტები. დუბაიში მილიონობით სასაწყობო მეურნეობებია. ამ ყველაფერს მულტინაციონალური კომპანიები იყენებენ და საათივით აწყობილი იყო ეს ბიზნესი. სამწუხაროდ, დღეს არის პარალიზებული.  ეს იმაზე მიუთითებს, რომ უნდა იყოს რეგიონალური ჰაბები. ამ მიმართულებით ჩვენ დღეს შესაძლებლობა გვაქვს და ნიშა ჩანს, რომელიც უნდა ავითვისოთ.“-აღნიშნა მიხეილ ნამადოვმა.

მისივე განმარტებით, მსხვილმა ბიზნესმა შეცვალა მიდგომა და  უპირატესობას ანიჭებს სტაბილურობას.

მათ არ სჭირდებათ მხოლოდ იაფი და სწრაფი მარშრუტი, მათ სჭირდებათ ნეიტრალური და სტაბილური მარშრუტი. დღევანდელ პირობებში კი ერთადერთი ამ მიმართულებით განჭვრეტადი და სტაბილური არის შუა დერეფანი. ჩრდილოეთის დერეფანს არ უჩანს ისეთი პირი, რომ უახლოეს პერიოდში გაიხსნას. ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ,  ორი და სამი წლით პროგნოზის გაკეთება ტყუილი დროის კარგვაა. თუმცა, ჩვენ Live  რეჟიმში მივყვებით პროცესებს.  იქ, სადაც ხდება ტვირთების გაჭედვა, გვეზრდება ზედნადები ხარჯები,"-აღნიშნა მიხეილ ნამადოვმა.

მისივე განმარტებით, კომპანიამ მოახერხა თადარიგის დაჭერა და კონფლიქტურ ზონაში ტვირთების მინიმალიზება.

„ცოტა თადარიგი დავიჭირეთ, დაძაბულობა იყო წინასწარ  განჭვრეტადი და ვეცადეთ ტვირთების მინიმალიზება მოგვეხდინა."- განმარტა Kairos Logistics-ის დამფუძნებელმა. 

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გამწვავდა - ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირებაში, ჩართულია აშშ-იც. პარალელურად აქტიურია ირანის მხარდამჭერი ჯგუფები რეგიონში, რაც კონფლიქტს ფართომასშტაბიან რეგიონულ კრიზისად აქცევს. უსაფრთხოების რისკების გამო ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო სივრცე დროებით დახურულია, მრავალი საერთაშორისო რეისი გაუქმდა ან შეიცვალა მარშრუტი.

გამოგვყევით