logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველოსა და სომხეთის დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსიები გავმართეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე"

"საქართველოსა და სომხეთის დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსიები გავმართეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე"

1772633022

მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ვუხელმძღვანელე საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის  მთავრობათაშორისი  კომისიის მე-15 სხდომას თანა-თავმჯდომარის რანგში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოსა და სომხეთის დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსიები გაიმართა ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე.

„მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ვუხელმძღვანელე საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის  მთავრობათაშორისი  კომისიის მე-15 სხდომას თანა-თავმჯდომარის რანგში. ჩვენი ქვეყნების დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსიები გავმართეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე“, - აღნიშნავს პრემიერი.

გამოგვყევით