logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

GITA-მ ახალგაზრდობის სააგენტოსთან სახელმწიფო სერვისების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

GITA-მ ახალგაზრდობის სააგენტოსთან სახელმწიფო სერვისების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

1772785594

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ახალგაზრდული ცენტრებისა და სივრცეების გაძლიერებას, მათ სტრატეგიულ განვითარებასა და ახალგაზრდებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფას, სახელმწიფო სერვისების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს.

მემორანდუმს ხელი ასევე მოაწერეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ,  ციფრული მმართველობის სააგენტომ, დაცული ტერიტორიების სააგენტომ და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჯობავას განმარტებით,  სააგენტოსთვის მსგავსი ტიპის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ გვაქვს 9 ტექნოპარკი ქვეყნი განმავლობაში 100,000 - მდე ადამინი იყო ჩვენს პროგრამებში ჩართული. იმედი მაქვს ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, რომ უფრო მეტი ქალაქი მოვიცვათ და იმ პროგრამებით, რაც GITA-ს აქვს, კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს“ - განაცხადა თორნიკე ჯობავამ.

მხარეები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს შეუწყობენ ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას. ასევე, ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარებას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ჯობავამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა, ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ დავით ნადირაშვილმა, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა გვანცა ვარამაშვილმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ოთარ ედიშერაშვილმა.

გამოგვყევით