logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Mercedes-ის მოგება ჩინური კონკურენციისა და სატარიფო წნეხის ფონზე შემცირდა - Reuters

Mercedes-ის მოგება ჩინური კონკურენციისა და სატარიფო წნეხის ფონზე შემცირდა - Reuters

1777464120

Mercedes-Benz-მა 2026 წლის დასაწყისში საოპერაციო მოგების მკვეთრი კლება დააფიქსირა. კომპანია, რომელიც ამჟამად საკუთარი მოდელების ხაზის სრულმასშტაბიან განახლებას ახორციელებს, 2026 წელს ნედლეულის გაძვირებისა და სავაჭრო ტარიფების გაზრდილი წნეხის მოლოდინშია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

შუა აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა გლობალური საწარმოო ხარჯები გაზარდა, რაც განსაკუთრებით მძიმედ აისახა ევროპულ ავტომწარმოებლებზე, რომლებიც აშშ-ის მხრიდან დაწესებული იმპორტის მაღალი ტარიფებით უკვე დაზარალდნენ.

გერმანული ავტოინდუსტრიის სხვა გიგანტების მსგავსად (Volkswagen, BMW), Mercedes-იც ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების კლებას ებრძვის. ადგილობრივი ბრენდები, როგორიცაა BYD და Nio, პრემიუმ სეგმენტში აქტიურად იკავებენ პოზიციებს მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიურად დატვირთული და ხელმისაწვდომი ელექტრომობილებით (EV) მასობრივი ბაზარი დაიპყრეს.

ფინანსური მაჩვენებლები:

  • EBIT (მოგება პროცენტებამდე და გადასახადებამდე): 1.9 მილიარდ ევრო ($2.22 მლრდ), რაც წლიურ ჭრილში 17%-იანი კლებაა.

  • მარჟა: 4.1%, წინა წლის ანალოგიური პერიოდის 7.3%-თან შედარებით (თუმცა მაჩვენებელი რჩება პროგნოზირებულ წლიურ დიაპაზონში – 3-5%).

„რთული წლის კარგი დასაწყისი“ კვარტალური მოგების კლება მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა (ანალიტიკოსები 29%-იან კლებას ვარაუდობდნენ). შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 1.1%-ით გაიზარდა.

CEO ოლა კალენიუსი ყურადღებას ამახვილებს ხარჯების რადიკალურ შემცირებასა და სამუშაო ადგილების ოპტიმიზაციაზე. პარალელურად, მიმდინარეობს მოდელების ხაზის სრული რესტრუქტურიზაცია — 2027 წლამდე კომპანია 40 ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს.

სატარიფო რისკები და პერსპექტივები: აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა, სავარაუდოდ, Mercedes-ის ძირითადი საავტომობილო მარჟისთვის 1.5-პროცენტიან დარტყმას ნიშნავს. პირველ კვარტალში ეს ეფექტი ნაწილობრივ განეიტრალდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სატარიფო გადასახადების დაბრუნების პროცედურის წყალობით.

ფინანსური დირექტორის, ჰარალდ ვილჰელმის განცხადებით, კომპანიის წლიური პროგნოზი, რომელიც „მნიშვნელოვნად მაღალ“ საოპერაციო მოგებას გულისხმობს, ითვალისწინებს შუა აღმოსავლეთის კონფლიქტის უახლოეს მომავალში დარეგულირებას.

კომპანია გაყიდვების დინამიკის გაუმჯობესებას წლის მეორე ნახევარში, ახალი პროდუქტების, მათ შორის განახლებული S-კლასის სერიის გამოშვებით ელის, რაც მიზნად ისახავს ჩინეთის ბაზარზე პრემიუმ სტატუსის შენარჩუნებას. საშუალოვადიან პერიოდში Mercedes-ის სამიზნე მარჟა 8-10%-ია.

ეკონომიკა

გამოგვყევით