2026 წლის იანვარ-მარტში ტურისტული ვიზიტების ზრდის პარალელურად ტურიზმის სექტორში შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურისტული ვიზიტების ზრდის კვალდაკვალ შემოსავლების მაჩვენებელი შეჯამდა, რომელიც რეკორდულად გაიზარდა. ეს არის დაახლოებით 830 მლნ ამერიკული დოლარის ჯამურად გენერირებული შემოსავალი ტურიზმის ინდუსტრიაში. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, რაც ამ დარგთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტია, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა 2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის სექტორის რეკორდული შემოსავლები.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2026 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკით შემოსავლების ნაწილში 36 - პროცენტიანი ზრდით ევროკავშირი ლიდერობს - ამ მიმართულებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 141 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი შემოსავლების 17%-ია. ასევე მნიშვნელოვანია თურქეთის წილიც, რომელიც შემოსავლების დაახლოებით 15%-ს აგენერირებს.
„ტურისტული ნაკადების დივერსიფიცირებისა და პირდაპირი ფრენების კიდევ უფრო მეტად სტიმულირების შედეგად, ვიმედოვნებთ, რომ ტურისტული ნაკადებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტენდენცია ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაშიც შენარჩუნდება, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.