logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ანაბრების მოცულობა გაიზარდა

ანაბრების მოცულობა გაიზარდა

1777390395

ანაბრების მოცულობა გაიზარდა. 2026 წლის მარტის ბოლოსათვის, საბანკო სექტორში 69 მილიარდ ლარზე მეტი დეპოზიტები იყო განთავსებული, რაც მილიარდ 600 მილიონი ლარით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე

დეპოზიტების მოცულობა წლიურად 19 პროცენტით არის გაზრდილი. წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 689 მილიონი ლარით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 916 მილიონი ლარით.

ამასთან, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი 2026 წლის მარტის ბოლოსათვის 53 პროცენტი იყო, ეს კი წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 0.6 პროცენტოით ნაკლებია.

მარტში ეროვნული ვალუტით განთავსებულ ვადიან დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 9%-ს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2%-ს გაუტოლდა.

გამოგვყევით