მარტში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 73 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 1.7 მილიარდი ლარით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სესხების წლიურმა ზრდამ 14%-ს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 775 მილიონი ლარით , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 907 მლნ ლარით გაიზარდა .
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.04 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.53%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 21.04 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.60%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 3.51 %-ით მეტი).
2026 წლის მარტის განმავლობაში 1.68%-ით, ანუ 624.92 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მარტის ბოლოსათვის 37.79 მილიარდი ლარი შეადგინა.
2026 წლის მარტის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57 პროცენტი იყო. მაჩვენებელი წინა თვის ბოლოსთან შედარებით, 0.27 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.