logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ევროკავშირის მეტეოროლოგიური ქსელის წევრი ქვეყნების შეხვედრას დაესწრო

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ევროკავშირის მეტეოროლოგიური ქსელის წევრი ქვეყნების შეხვედრას დაესწრო

1777371834

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე, მეტეოროლოგიის დეპარტამენტის ადრეული გაფრთხილების განყოფილების უფროსთან ერთად, გერმანიაში, ქალაქ ოფენბახში, ევროკავშირის მეტეოროლოგიური ქსელის EUMETNET წევრი ქვეყნების სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრის მიზანი ახლად გაწევრიანებული ქვეყნებისთვის შესაბამისი პროცედურების განსაზღვრა და იმ მექანიზმების ჩამოყალიბება იყო, რომლებიც უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური გაფრთხილებების ინტეგრაციას ევროპულ პლატფორმაში - Meteoalarm. აღნიშნული სისტემა ევროპული მასშტაბის ერთიანი სივრცეა, რომელიც  სხვადასხვა ქვეყნის მიერ გაცემულ მეტეოროლოგიური გაფრთხილებების ვიზუალიზაციას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) დანერგვის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს Meteoalarm-ში გაფრთხილებების გავრცელების ინტეგრაციის პროცესი. როგორც EUMETNET-ის წევრი ორგანიზაცია, საქართველო ეტაპობრივად უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური ინფორმაციის უფრო სწრაფ, ზუსტ და ეფექტიან გავრცელებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ევროკავშირის მეტეოროლოგიური ქსელი EUMETNET დარგში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 33 წევრ და 6 პარტნიორ ქვეყანას. ქსელის მიზანია წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მონაცემებისა და გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე მეტეოროლოგიური სერვისების განვითარება ევროპული მასშტაბით.

გამოგვყევით