logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"წინასწარი ჯავშნები შემოდის, თუმცა ნაწილი უქმდება - წინა წელს უკეთესი მონაცემები გვქონდა" - სასტუმრო "ქვევრები"

სასტუმრო „ქვევრების“ დამფუძნებლის გიორგი როჩიკაშვილის განცხადებით, ტურისტული სეზონის დაწყების მიუხედავად, სექტორში აქტივობა ჯერ კიდევ დაბალია - წინასწარი ჯავშნები შედის, თუმცა მათი ნაწილი უქმდება.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, შექმნილი ვითარება განპირობებულია გეოპოლიტიკური ფაქტორებით გაუქმებული ფრენებით და ავიაბილეთების გაძვირებით, რაც ტურისტულ ნაკადებზე ნეგატიურად აისახება.

"თითქმის იგივე მაჩვენებლები გვაქვს, თუმცა ნელ-ნელა ტურისტული სეზონი იწყება და გარკვეული აქტივობა ფიქსირდება, თუმცა ძალიან მცირედი. წინასწარი ჯავშნები შემოდის, თუმცა ნაწილი უქმდება. ჯავშნების წილი არის როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელების მხრიდან. წინა წელს უკეთესი მონაცემები გვქონდა.

გამომდინარე იქიდან, რომ დამსვენებლების რაოდენობა შემცირდა ეს პერსონალის რაოდენობაზეც აისახა. სასტუმროს და ნებისმიერ ობიექტს პერსონალი იმის მიხედვით სჭირდება რა დატვირთვაც არის და თუ არ იქნება დატვირთვა როგორ უნდა შევინახოთ.  ახლო მომავალში სიახლეებს არ ვგეგმავთ", - აცხადებს გიორგი როჩიკაშვილი.

ცნობისთვის, სასტუმრო "ქვევრები" 2023 წელს შეიქმნა. ტერიტორია სამ ჰექტარზეა განთავსებული და მოიცავს  20 ქვევრ-ნომერს, ხოლო სამსართულიან სასტუმროში 17 ნომერია.  ფუნქციონირებს ასევე რესტორანი და ბარი, საკონფერენციო სივრცე და ღია აუზი.

გამოგვყევით