logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ლაშა ავალიანმა მოლდოვაში გამართულ რეგიონულ სემინარში მიიღო მონაწილეობა

ლაშა ავალიანმა მოლდოვაში გამართულ რეგიონულ სემინარში მიიღო მონაწილეობა

1795612955

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლაშა ავალიანმა, მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ორგანიზებულ რეგიონულ სემინარში მიიღო მონაწილეობა.

სემინარზე განხილული იყო ცხოველთა პრიორიტეტული დაავადებებისა და ბიოლოგიური საფრთხეების დროს სტრუქტურირებული რისკის კომუნიკაციის მნიშვნელობის, პრევენციული და საკონტროლო ღონისძიებების ქვეყნებს შორის სინქრონიზაციის საკითხები.

„ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა და დაავადებების პრევენცია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი  პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და ქვეყნებს შორის მჭიდრო კოორდინაციას. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს რისკების დროულ იდენტიფიცირებას, პრევენციული მექანიზმების გაძლიერებასა და შესაძლო საფრთხეებზე ეფექტიან რეაგირებას“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.

სემინარის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რისკის კომუნიკაციის პრევენციული სისტემის ჩამოყალიბებისთვის საჭირო აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის დროულ გაცვლას, შესაბამისი უწყებების კოორდინირებულ მოქმედებასა და შესაძლო ბიოლოგიურ საფრთხეებზე ეფექტიან რეაგირებას.

რეგიონული სემინარი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

გამოგვყევით