logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ჩემს დარგში ექსპორტის რესურსი არ არსებობს, მით უმეტეს ჩინურ ბაზარზე" - ლაშა პაპაშვილი

“ჩემს დარგში რაშიც მე ვარ - რძისა და ხორცის წარმოებაში  პრაქტიკულად 50%-ზე მეტი იმპორტზე ვართ დამოკიდებული და ჩვენგან ექსპორტი ვერ მოხდება.” ამის შესახებ “ყვარლის ბაგას" დამფუძნებელმა განაცხადა.

მისი თქმით, არათუ ამ ეტაპზე არამედ მომავალ წლებშიც ექსპორტის რესურსი ადგილობრივ რძისა და ხორცის წარმოებას არ აქვს.

“რესურსი არ არსებობს, ათწლეულები ხორცის და რძის წარმოების სექტორი  ექსპორტზე ვერ გავა, ჩინურ ბაზარზე მით უმეტეს,”- აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა.

ცნობისთვის, ჩინეთ-საქართველოს შორის გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა. ამავე  თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში  მიმდინარეობს მუშაობა  ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩინურ ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებით, მათ შორის აღინიშნა მიღწეული პროგრესი  ფრინველის ხორცის და ქართული თაფლის ჩინეთის ბაზარზე დაშვების კუთხით.

გამოგვყევით