logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ირანის კონფლიქტი აშშ-ს ნავთობის ბაზრის ლიდერად აქცევს — Reuters

ირანის კონფლიქტი აშშ-ს ნავთობის ბაზრის ლიდერად აქცევს — Reuters

1777362780

აშშ ნავთობის გლობალურ ბაზარზე „სვინგ პროდიუსერის“  (ქვეყანა ან კომპანია, რომელიც ბაზარზე მიწოდების მოცულობის სწრაფად გაზრდით ან შემცირებით არეგულირებს ნავთობის ფასებს) როლს იკავებს და ენერგომომარაგების სტაბილიზებაში გადამწყვეტ ფაქტორად ყალიბდება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, ირანის ირგვლივ დაძაბულობამ და მიწოდების რისკებმა ნავთობის ბაზარზე გაურკვევლობა გაზარდა, რის ფონზეც აშშ-ის წარმოებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ამერიკული კომპანიები ზრდიან მოპოვებას და ნაწილობრივ ანეიტრალებენ იმ დეფიციტს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ ამ ფაქტორმა შეუწყო ხელი ფასების მკვეთრი ზრდის შეკავებას. მიუხედავად ამისა, ენერგეტიკული ბაზარი კვლავ მგრძნობიარე რჩება გეოპოლიტიკური ფაქტორების მიმართ, რაც ინფლაციის დამატებით რისკებს ქმნის.

ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ თუ რეგიონში დაძაბულობა შენარჩუნდება, ნავთობის ფასებზე ზეწოლა გაგრძელდება, ხოლო გლობალური ეკონომიკა კვლავ ენერგომატარებლების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.

თამარ გაზდელიანი 

გამოგვყევით