logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ქართული არქიტექტურული კომპანია ARTYTECHS-ი უზბეკეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს

საქართველოში დეველოპერული პროექტების განხორციელება შეუფერხებლად მიმდინარეობს და უცხოელი ინვესტორების მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით პრემიუმ სეგმენტის პროექტების მიმართ - ამის შესახებ არქიტექტურულ კომპანია "არტიტექსში" განაცხადეს.

კომპანიის დამფუძნებელმა დადუნა შათაშვილმა ჩვენთან საუბარში ექსკლუზიურად დააანონსა „ფოსტერის“ საპროექტოს საქართველოში შემოსვლა, რომელთან თანამშრომლობით საინტერესო პროექტების განხორციელება იგეგმება.

"არტიტექსი" ასევე ჩართულია თითქმის ყველა მსხვილ სახელმწიფო პროექტში, მათ შორის იგლ ჰილსში, ასევე სახელმწიფო პროექტებში ქართული კომპანიებისა თუ არქიტექოურების ჩართულობა გააქტიურებულია. საერთაშორისო ბაზარზე გასვლას ვგეგმავთ და ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ უზბეკეთის მხარესთან, ადგილობრივ დეველოპერებთან და კომპანიებთან.” ამბობს დადუნა შათაშვილი.

კონკრეტული პროექტების შესახებ ჯერ დეტალები უცნობია, თუმცა "არტიტექსში" ამბობენ, რომ უზბეკეთის ბაზარი ძალიან საინტერესოა და არის გამოწვევები, რაც მათ საერთაშორისო განვითარებას ხელს შეუწყობს.

ამასთან, საქართველოს მიმართ ინვესტორების ინტერესი გაზრდილია და სამომავლოდ ახალი პრემიუმ კლასის პროექტების განხორციელების მოლოდინი აქვთ.

გამოგვყევით