logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"გონიერი კონტრაქტი" უძრავი ქონების ტრანზაქციებს კიდევ უფრო ამარტივებს" - თამარ ზოდელავა

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თამარ ზოდელავას ინფორმაციით, "გონიერი კონტრაქტის" გამოყენებისას საქართველოს მოქალაქეების ინტერესები დაცულია და მათ უძრავი ქონების ტრანზაქციების განხორციელება კიდევ უფრო მარტივად შეუძლიათ.

როგორც თამარ ზოდელავა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, "გონიერი კონტრაქტის" გამოყენების დროს მყიდველის თანხა სპეციალურ საბანკო ანგარიშზე თავსდება, ხოლო ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, როდესაც უძრავი ქონება მყიდველის საკუთრებაში გადადის, გამყიდველი თანხას ავტომატურად იღებს.

"ინოვაციურ სერვისზე ვსაუბრობთ, რომელიც ბიზნესის რეგისტრაციას ამარტივებს. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, ახალი ციფრული სერვისით ისარგებლოს. "გონიერი კონტრაქტის" უპირატესობა - უსაფრთხოება, სიმარტივე და ხელმისაწვდომობაა.

რაც შეეხება ინდივიდუალური მეწარმეების რეგისტრაციას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მუდმივად ცდილობს მოქალაქეებს მათზე ორიენტირებული ახალი სერვისები შესთავაზოს. მაგალითად, 2025 წელს ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის შესახებ განცხადებების რაოდენობამ 54 000-ს გადააჭარბა, საიდანაც 40 000 საქართველოს მოქალაქეების მიერ იყო გაკეთებული. ხოლო მიმდინარე წელს 24 000 განაცხადიდან 20 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის. სწორედ ეს სტატისტიკა გახდა იმის მანიშნებელი, რომ ბიზნესის გამარტივების მიზნით, ინოვაციურ სერვისს "გონიერ კონტრაქტს" - ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის შესაძლებლობაც დამატებოდა.

"გონიერი კონტრაქტი" უძრავი ქონების მიმართულებით 21 ქვეყნის მასშტაბითაა გამოყენებული. ამასთან, 300-მდე ტრანზაქცია განხორციელდა", - აცხადებს თამარ ზოდელავა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ცნობით, "გონიერი კონტრაქტის" გამოყენებისთვის აუცილებელია საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან პასპორტი ეწვიოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდს www.napr.gov.ge, გაიაროს რეგისტრაცია და შემდეგ უკვე საჯარო რეესტრის წარმომადგენელი დაუკავშირდება. 

გამოგვყევით