logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

თანამედროვეობაში გაცოცხლებული ხევსურული ტრადიციები - ბაზარზე ახალი ბრენდი Nachrela გამოჩნდა

რამდენიმე თვეა ბაზარზე ახალი ბრენდი "ნაჭრელა" გამოჩნდა, რომელიც ხევსურულ ტრადიციებს აცოცხლებს და მომხმარებელს ხელით ნაქარგ ნამუშევრებს სთავაზობს, როგორიცაა მაგიდის გადასაფარებელი, რანერი, ბრა და ინტერიერისთვის საჭირო სხვა ნივთები.

"ამ ეტაპზე, პროდუქციას მხოლოდ ონლაინ, სოციალური ქსელების საშუალებით ვყიდით მოთხოვნა სულ უფრო იზრდება და იქიდან გამომდინარე, რომ თითო ნამუშევრის დამზადებას კვირები სჭირდება, პროცესში მთელი ოჯახია ჩართული. გაყიდვების ზრდა განსაკუთრებით სააღდგომო დღეებში შეინიშნებოდა,"- აღნიშნავს სტარტაპის დამფუძნებელი მარიამ არაბული. 

მისივე თქმით, თუ ესტენდენცია გაგრძელდება სამომავლოდ პროდუქციის საერთაშორისო პლატფორმებზე და ტურისტულ ლოკაციებზე განთავსებას გეგმავენ.

გამოგვყევით