logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია ბაზრების დივერსიფიკაცია" - გიორგი დოლიძე

"დასანანია, როდესაც შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, იკეტება ჩვენი ქვეყნისთვის ორი ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარი და იქიდან ვეღარ ჩამოდის ტურისტი, რთულია მალევე რაიმე სახის სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მთლიანად გამოგიყვანს აღნიშნული სიტუაციიდან” - ამის შესახებ HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა გიორგი დოლიძემ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში, გლობალური გამოწვევების და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია ბაზრების დივერსიფიკაცია, რამაც დიდი როლი ითამაშა ამ სიტუაციაშიც. ჩვენ მივიღეთ ამერიკიდან, ევროპიდან, ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, მეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტორები, რაც ზუსტად იმას ადასტურებს, რომ ბაზარი დივერსიფიცირებულია. ვერასდროს ჩანაცვლდება ემირატების და ისრაელის მიმართულება, მათ შორის ფასებით, თუმცა კრიზისთან გამკლავება წლიდან წლამდე რომ მარტივდება, ეს სახეზეა. ასევე, ხაზგასასმელია, რომ ამ პრობლემას შევეჯახეთ დაბალ სეზონზე, როდესაც თითოეული ჯავშნის გაუქმება მტკივნეულია,“-ამბობს დოლიძე.

მისივე თქმით, შარშანდელი მარკეტინგული კამპანიების და სხვადასხვა საერთაშორისო შოუებზე მონაწილეობამ სამიზნე ქვეყნებიდან ფრენები და ინტერესი გაზარდა.

“ახლაც მნიშვნელოვანია, რომ შარშანდელთან შედარებით, გავზარდოთ სიხშირეები, ახალი მიმართულებებიც მალე უნდა გააქტიურდეს და ქვეყანამ უნდა მოიზიდოს ახალი ბაზრები, რაც ისრაელის დანაკლისის ანაზღაურებასაც შეუწყობს ხელს,”- განაცხადა გიორგი დოლიძემ, HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა.

გამოგვყევით