logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

წყალქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურაში გლობალურად განხორციელებულმა ინვესტიციამ, შესაძლოა, $14 მლრდ-ს გადააჭარბოს - ანგარიში

წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გლობალურად, 2026-2027 წლებში 11 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. ამის შესახებ კომუნიკაციის კომისიის ანგარიშშია აღნიშნული, სადაც კომისია მსოფლიო ტენდენციებს მიმოიხილავს. 

ანგარიშის თანახმად, ბოლო 9 წლის განმავლობაში, ახალი მშენებლობების ჯამურმა ღირებულებამ, წელიწადში საშუალოდ 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ  საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა კავკასიაში, რომელსაც აქვს პირდაპირი წყალქვეშა კავშირი ევროკავშირთან, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს ნეიტრალურ, სტაბილურ და უსაფრთხო მონაცემთა მიმოცვლის პლატფორმად.

"მუდმივად მზარდი ინტერნეტ გამტარუნარიანობის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, საჭირო გახდა დამატებითი ინვესტიციების განხორციელება წყალქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურის გასავითარებლად. ბოლო 9 წლის განმავლობაში, ახალი მშენებლობების ჯამურმა ღირებულებამ, წელიწადში საშუალოდ 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ინვესტიცია კვლავ გაგრძელდება და 2025 - 2027 წლებში ექსპლუატაციაში შესასვლელად დაგეგმილი ახალი წყალქვეშა კაბელების ღირებულებამ შესაძლოა 14 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბოს",- წერია კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის ანგარიშში.

გამოგვყევით