Jeff Bezos-ის კოსმოსურმა კომპანიამ Blue Origin-მა მორიგი სერიოზული ჩავარდნა განიცადა. კომპანიის New Glenn-ის რაკეტა ფლორიდაში, Cape Canaveral-ის კოსმოდრომზე, ძრავების სატესტო გაშვების დროს აფეთქდა. Reuters-ის ინფორმაციით, ინციდენტი hot fire test-ის დროს მოხდა, როდესაც რაკეტის ძრავებს გაშვებამდე ამოწმებდნენ.
აფეთქების შედეგად გაჩნდა უზარმაზარი ცეცხლის ბურთი, თუმცა დაშავებულები არ არიან. Blue Origin-მა მომხდარს „ანომალია“ უწოდა და განაცხადა, რომ მიზეზების დადგენა უკვე დაწყებულია. რაკეტა Amazon-ის ინტერნეტ-სატელიტების ორბიტაზე გასატანად ემზადებოდა და ეს მისი მეოთხე მისია უნდა ყოფილიყო.
ეს შემთხვევა სერიოზულ დარტყმად მიიჩნევა Jeff Bezos-ისთვის, რადგან Blue Origin ცდილობს კონკურენცია გაუწიოს Elon Musk-ის SpaceX-ს როგორც კოსმოსური ფრენების, ისე სატელიტური ინტერნეტის ბაზარზე. New Glenn-ის პროექტი ასევე NASA-ს Artemis-ის მთვარის პროგრამაშიც უნდა გამოიყენონ.
თავად Jeff Bezos-მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს „ძალიან მძიმე დღე“ იყო, თუმცა კომპანიას მუშაობის გაგრძელება და რაკეტის აღდგენა სურს.
თამარ გაზდელიანი
ფოტო: Reuters