logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"საქართველოში ქარის ენერგიის განვითარების პოტენციალი გაცილებით ძლიერია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში" - მამუკა მიქაშავიძე

"საქართველოში ქარის ენერგიის განვითარების პოტენციალი გაცილებით ძლიერია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში" - მამუკა მიქაშავიძე

1780564080

საქართველოს ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომ შესაძლებელია, რომ მაღალი გამომუშავება მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციის პრეზიდენტმა, მამუკა მიქაშავიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.  მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა ორ ზღვას შუა არის მოქცეული და წლების განმავლობაში ჩნდება ჰაეროდინამიური მილი, რომელიც კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე და შესაბამისად, ქარის (ენერგიის განვითარების) პოტენციალი გაცილებით ძლიერია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. მათ შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანში. 

მისივე თქმით, ქარის ენერგია არის ინდუსტრიული და მას შეუძლია ელექტროენერგიის დიდი რაოდენობით გენერაცია განახორციელოს. მისი გამოყენება კი როგორც წარმოებაში, ისე სხვადასხვა პირობებშია შესაძლებელი, რაც სახელმწიფოს სტაბილიზაციას და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას განაპირობებს. 

"ეს უნიკალური მდგომარეობა საქართველოს აძლევს საშუალებას, რომ დიდი რაოდენობით ქარის ელექტრო სადგურები აითვისოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პოტენციალი დათვლილი იყო დაახლოებით, 2500 მგვტ - ეს იყო მაშინ, როცა ქარის ელექტროსადგურები 2-3 მგვტ-მდე აწარმოებდნენ გენერაციას, ახლა კი ეს 6 მგვტ-მდე გაიზარდა. ამიტომ პოტენციალი ძალიან მაღალია. გეოგრაფიული მდებარეობიდან და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, საქართველოში ქარის ელექტროსადგურები ზამთარში გაცილებით აქტიურად მუშაობენ, ვიდრე ზაფხულში.  ჰიდროელექტროსადგურები ზამთარში ნაკლებს გამოიმუშავებენ, ამიტომ შესაძლოა ჩანაცვლება მოხდეს ქარის ელექტროსადგურებით, რაც საერთო ჯამით ელექტროსადგურების გამომუშავებას დააბალანსებს. ეს არის გონიერი მიდგომა იმისათვის, რომ პოტენციალი ბოლომდე გამოყენებული იქნეს", - აცხადებს მამუკა მიქაშავიძე

მანვე აღნიშნა, რომ ახალშექმნილი ტექნოლოგიები საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, რომ იყოს ლიდერი და აღნიშნული მიმართულებით განვითარდეს.  

გამოგვყევით