logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი 5.4%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი 5.4%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

1781075295

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მაისში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (HICP) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ინდექსის ზრდამ 0.5% შეადგინა.

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი მუდმივი საგადასახადო განაკვეთებით (HICP-CT)  ზომავს სამომხმარებლო ფასების ცვლილებას პროდუქტებზე საგადასახადო განაკვეთების ცვლილების ზემოქმედების გარეშე დროის იმავე პერიოდში.

ადმინისტრირებადი სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (HICP-AP) გაიანგარიშება პროდუქტებისთვის, რომელთა ფასებსაც ადგენს ან მათზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები ან ზედამხედველობის ორგანოები.

გამოგვყევით