logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სავალდებულო სერტიფიცირება გადავადდება

არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სავალდებულო სერტიფიცირება გადავადდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული.  საქმე ეხება იმ სპეციალისტებს, რომლებიც რომლებიც სამშენებლო ნებართვებთან და პროექტების ოფიციალურ დამოწმებასთან არიან დაკავშირებული.

მოქმედი კანონმდებლობით, სერტიფიცირების სისტემა 2026 წლის 1 სექტემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ვადის 2026 წლის 20 დეკემბრამდე გადაწევა იგეგმება.

როგორც განმარტებით ბარათში წერია, ბაზარზე ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არსებობს აკრედიტებული ორგანიზაცია, რომელიც სპეციალისტების სერტიფიცირებას განახორციელებს. აკრედიტაციის მიღების პროცესი სამ ორგანიზაციას აქვს დაწყებული, თუმცა პროცედურები და შემოწმებები ჯერ არ დასრულებულა.

ინიციატორების განმარტებით, თუ სერტიფიცირების ვადა არ გადაიწევს, სექტემბრიდან ქვეყანაში არ იქნებიან სერტიფიცირებული არქიტექტორები და ინჟინერ მშენებლები, რაც სამშენებლო ნებართვების გაცემისა და პროექტების დამტკიცების პროცესს შეაფერხებს.

გამოგვყევით