რეგიონში დაძაბულობა ისევ გამწვავდა, აშშ-ირანის დაპირისპირება გრძელდება და ჰორმუზის სრუტეში სამხედრო კონფლიქტის რისკი მაღალი რჩება.
დღეის მდგომარეობით, ჰორმუზის სრუტეში ტრანსპორტის მოძრაობა თითქმის მთლიანად შეჩერებულია და კომერციული ტრაფიკი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. მას შემდეგ, რაც ირანმა კომერციულ გემებს ცეცხლი გაუხსნა და განაცხადა, რომ სულ მცირე ორი ხომალდი დააკავა.
ბლუმბერგის ცნობით, ამ ეტაპზე სრუტეში შემავალი არცერთი გემი ფიქსირდება,დღეს დილით მხოლოდ ერთი გემი, ტვირთმზიდი LB Energy შენიშნეს მოძრაობისას, ხოლო შესვლის მიმართულებით არცერთი გემი არ ჩანს. ამასთან, ნავთობპროდუქტების ტანკერი Ocean Jewel ამჟამად სრუტის შესასვლელთან დგას და მოძრაობას არ აგრძელებს, რადგან ირანულმა ძალებმა სამ გემს ცეცხლი გაუხსნეს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი სამხედრო კონტროლი და რეაგირების წესები გაამკაცრა.
ამის ფონზე, ნავთობის ფასები კვლავ მაღალ ნიშნულზეა, რადგან სრუტე ერთ-ერთი მთავარი ენერგეტიკული მარშრუტია და მსოფლიო ნავთობის 20%-ს ატარებს. უცხოური მედიის ცნობით, ბაზრები ელიან, რომ თუ სიტუაცია ასე გაგრძელდება ეს პირდაპირ იმოქმედებს ფასებზე.