logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

ხელით შექმნილ მინიატურულ სახლებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება - "ანოს სახელოსნო"

ხელით შექმნილი მინიატურული სახლები და ფასადები - ჰობი, რომელიც ბიზნესად იქცა ქართველ მომხმარებელში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს.

"ანოს სახელოსნოს" დამფუძნებლის ანო ჩილაძის თქმით, 2 თვეა ბაზარზე გამოჩნდნენ და კონკურენციის მიუხედავად ნამუშევრებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.

"მომხმარებელს შეუძლია მზა ნაკეთობები შეიძინოს და ასევე მისთვის სასურველი მინიატურული მაკეტი შეგვიკვეთოს. ფასები დამოკიდებულია ზომაზე და სირთულეზე, თუმცა საწყისი ღირებულება 100 ლარიდან იწყება."- ამბობს ანო ჩიხლაძე.  

სამომავლოდ კომპანია, გაყიდვების ზრდის პარალელურად სახელოსნოს მოწყობას და ხის აქსესუარების წარმოებას გეგმავს. 

გამოგვყევით