logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ბარბალეს მარანი" სტუმრებს ზაფხულიდან უჯარმაში მიიღებს

"ბარბალეს მარანმა "საგარეჯოს რაიონის სოფელ უჯარმაში კოტეჯების მშენებლობა დაასრულა. როგორც "ბარბალეს მარანის" დამფუძნებელი, ზვიად კორძაძე "ბიზნესპარტნიორთან"  აცხადებს, მეღვინეობა წელს მოსავალსაც უჯარმაში დააბინავებს და ღვინის წარმოებაც სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადავა.

მისივე ინფორმაციით, კოტეჯების მშენებლობაში ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და სასტუმრო სივრცე შეთავაზებებს ივნისიდან დაიწყებს. 

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ შინდისში გვაქვს მარანი და წარმოება რომელიც უჯარმაში გადავა და შინდისში აღარ გვექნება. შესაძლოა შენარჩუნდეს მხოლოდ ღვინის საწყობი. გარდა ამისა, უჯარმაში დარგული გვაქვს უკვე ვაზიც და ნელ-ნელა სხვა ინფრასტრუქტურასაც ვავითარებთ. შეიძლება ითქვას, რომ კოტეჯები უკვე მზად არიან სტუმრების მისაღებად, თუმცა შეთავაზებებს ივნისის თვიდან დავიწყებთ", - აცხადებს ზვიად კორძაძე.

შეგახსენებთ, "ბარბალეს მარანი" ცნობილმა ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ 2014 წელს შექმნა. მარანი ამჟამად შინდისში მდებარეობს. "ბარბალეს მარანი" ამ ეტაპზე 8 სახის ღვინოს აწარმოებს. მათ შორის, ისეთ გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს, როგორებიცაა ოცხანური საფერე, ციცქა-ქოლიკაური, უსახელოური, ხიხვი, ხვანჭკარა და სხვა. 

გამოგვყევით