logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ფეროშენადნობების ექსპორტი 94%-ით გაიზარდა

ფეროშენადნობების სექტორში დადებითი ძვრებია. ბოლო წლების განმავლობაში კრიზისში მყოფ დარგში გამოცოცხლება შეინიშნება. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფერო სილიკონ მანგანუმის ექსპორტი 94%-ით გაიზარდა. წლის პირველ სამ თვეში ქვეყნიდან 76 მილიონი დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა. 

როგორც ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაციაში "ბიზნესპარტნიორთან"  საუბრისას განმარტავს, ექსპორტის ზრდის მიზეზი საწარმოო ხაზების გააქტიურებაა.

გასული წლის პირველ კვარტალში ქვეყნის უმსხვილესი ფეროშენადნობების მწარმოებელი - "ჯორჯიან მანგანეზი" გაჩერებული იყო. კომპანიამ წარმოება მაისიდან განაახლა და დღესღეობითაც აქტიურად ოპერირებს.

ამასთან, მოლოდინია, რომ ექსპორტის გაუმჯობესების დინამიკა მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. რაც შეეხება ფერო სილოკონ მანგანუმის ფასებს, ნუგზარ კევლიშვილის განმარტებით, ბაზარზე პროდუქციის ღირებულების მცირედი ზრდა შეინიშნება.

გამოგვყევით