logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა 23.4%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა 23.4%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

1776670615

"საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 723.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.4 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 65.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 75.1 პროცენტით გაიზარდა და 1 122.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2026 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (198.1 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (134.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (134.0 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 200.7 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 17.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 169.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 15.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 75.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.8 პროცენტი).

გამოგვყევით