logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მრგვალ მაგიდაში მიიღეს მონაწილეობა

ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მრგვალ მაგიდაში მიიღეს მონაწილეობა

1776505511

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, გაიმართა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში განხილვის ძირითადი თემები იყო გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების რისკები, ინფლაციური ზეწოლა, გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობა.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველო მიმდინარე გაურკვევლობებს ძლიერი მაკროეკონომიკური საფუძვლებით ხვდება - მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაუმჯობესებული საგარეო პოზიციის ფონზე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმთან ახლოსაა, ხოლო ეკონომიკური აქტივობა სულ უფრო მეტად გადადის პროდუქტიულ სექტორებზე.

მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის სიფრთხილემ უზრუნველყო ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობა, ხოლო საერთაშორისო რეზერვების ზრდამ და დოლარიზაციის შემცირებამ ეკონომიკის შოკებისადმი მდგრადობა გააძლიერა. ასევე აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკი იყენებს სცენარებზე დაფუძნებულ მიდგომას, რის საფუძველზეც ინფლაციური რისკები უკეთ იმართება.

საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა ასევე გამართეს შეხვედრა საერთაშორისო ინვესტორებთან, სადაც წარადგინეს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო და საინვესტიციო პოტენციალი. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ზრდის მდგრადობასა და სხვადასხვა სექტორში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ქვეყნის ძლიერი ბუფერები.

გამოგვყევით