ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ 6 გამარჯვებული იმერეთის რეგიონში გამოვლინდა.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას. გრანტის მიღება სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს შეუძლიათ.
იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულ ან მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მიმდინარე წლის 2 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები, რომელიც შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ შეაფასა. იმერეთის რეგიონში გამარჯვებული სტარტაპები არიან: Graphite; Healthbridge, დებაგიუმი, ინკლუზიური ჭადრაკის განვითარება, ოსტატი.AI და Mass Photo, WaWe Photo.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს საქართველოს 11 რეგიონში ჩატარდა და ჯამში 39 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.