logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ბრენტის მარკის ნავთობი $111-ს აღწევს – ჰორმუზის სრუტის ბლოკადა გლობალურ ბაზარს არყევს

ბრენტის მარკის ნავთობი $111-ს აღწევს – ჰორმუზის სრუტის ბლოკადა გლობალურ ბაზარს არყევს

1775566860

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი კვლავ მზარდია. როგორც უცხოური მედია წერს, აღნიშნული ტენდენცია უკავშირდება დონალდ ტრამპის მიერ ირანისთვის დაწესებული ვადის ამოწურვას — თეირანმა ან შეთანხმებას უნდა მოაწეროს ხელი, ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შესაძლო თავდასხმების საფრთხის წინაშე დადგეს.

ამ დროისთვის, ბრენტის მარკის (Brent) ნავთობის ფასი ბარელზე 111 დოლარის ფარგლებში მერყეობს. აღსანიშნავია, რომ გასული ხუთშაბათის შემდეგ ენერგორესურსის ღირებულება სტაბილურად ნარჩუნდება 100-დოლარიან ნიშნულს ზემოთ.

გამოცემა წერს, რომ გასულ წელს ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე მხოლოდ 69 დოლარს შეადგენდა.

ჰორმუზის სრუტის ფაქტორი

ფასების მკვეთრი ზრდის მთავარი მიზეზი ირანის მიერ კონტროლირებადი ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ბლოკირებაა. ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო არტერია, რომელზეც გლობალური ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდების დაახლოებით 20% მოდის.

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ზოგიერთმა აზიურმა ხომალდმა სრუტის განვითარება მაინც მოახერხა. თუმცა, გადამზიდავი კომპანიები ამ ეტაპზე არ აკეთებენ კომენტარს იმის შესახებ, თუ რა გზით შეძლეს ტერიტორიის გავლა ან გადაიხადეს თუ არა მათ შესაბამისი მოსაკრებელი.

გამოგვყევით