logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ბიზნესი ფინანსთა სამინისტროსგან უნდა ელოდოს ძალიან ღია, გამჭვირვალე ურთიერთობას, მათ შორის პრობლემებთან მიმართებით"

"ბიზნესი ფინანსთა სამინისტროსგან უნდა ელოდოს ძალიან ღია, გამჭვირვალე ურთიერთობას, მათ შორის პრობლემებთან მიმართებით"

1795494360

ბიზნესი ფინანსთა სამინისტროსგან უნდა ელოდოს ძალიან ღია, ძალიან გამჭვირვალე ურთიერთობას, მათ შორის - იმ პრობლემებთან მიმართებით, რა პრობლემებიც შეიძლება ბიზნესებისთვის დაფიქსირდეს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მან ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის კერძო სექტორის როლზეც ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს ჰქონდეს ყველა შესაძლებლობა და  პერსპექტივა იმისთვის, რომ განვითარდეს. იქიდან გამომდინარე, რომ იმ ეკონომიკურ ზრდას და დოვლათს სწორედ ბიზნესი ქმნის“,- განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

მან ე.წ BAG-ის ინდექსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში კერძო სექტორის განწყობები გაუმჯობესებულია.

„მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა როგორც ბიზნესის მხრიდან არსებული მდგომარეობის შეფასების, ასევე - სამომავლო მდგომარეობის. ბიზნესი მოელის, რომ ინვესტიციებს გაზრდის მომდევნო კვარტალების განმავლობაში და ასევე, გაზრდის დასაქმების მაჩვენებელს, რომელიც მუდმივად უმჯობესდება საქართველოში“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ბუნებრივია არის სირთულეებიც, რომელსაც ბიზნესი ამა თუ იმ პროცესში აწყდება.

„მთავარი გამოწვევა, რაც ბიზნესების კვლევამ აჩვენა, არის - სამუშაო ძალის ნაკლებობა. ასევე, გარკვეული ბიუროკრატიული პროცესების დაჩქარება ბიზნესის მხრიდან ყოველთვის არის სასურველი - ნებართვების გაცემა, ლიცენზიები, მაქსიმალურად რომ დაჩქარდეს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, ბიზნესი ფინანსთა სამინისტროსგან უნდა ელოდოს ძალიან ღია, ძალიან გამჭვირვალე ურთიერთობას, მათ შორის იმ პრობლემებთან მიმართებით, რა პრობლემებიც შეიძლება ბიზნესებისთვის დაფიქსირდეს ყოველდღიურად.

გამოგვყევით