logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნათია თურნავა: SWIFT-თან თანამშრომლობის გაღრმავება საერთაშორისო ფინანსური კავშირებისა და ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების განვითარებას შეუწყობს ხელს

ნათია თურნავა: SWIFT-თან თანამშრომლობის გაღრმავება საერთაშორისო ფინანსური კავშირებისა და ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების განვითარებას შეუწყობს ხელს

1795503882

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში SWIFT-ის გენერალურ დირექტორს, ხავიერ პერეს-ტასოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონში ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

„SWIFT-თან საკმაოდ კარგი თანამშრომლობა გვაქვს. ახლა კი შესაძლებლობა მოგვეცა, ორგანიზაციის უშუალო ხელმძღვანელთან განგვეხილა რეგიონული თანამშრომლობისა და ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების კიდევ უფრო განვითარების პერსპექტივები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი განმარტებით, ორგანიზაციასთან თანამშრომლობის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ფინანსური სისტემის საერთაშორისო ინტეგრაციისა და საგარეო ფინანსური კავშირების გაძლიერებისთვის.

მისივე განცხადებით, SWIFT-ის ინტერესს წარმოადგენს, საქართველოს მოსახლეობასა და ბიზნესს კიდევ უფრო ეფექტიანი მომსახურება შესთავაზოს. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს ქართული საბანკო სისტემის მომხმარებლებისთვის საერთაშორისო ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

„მათ აქვთ მზაობა, კიდევ უფრო უკეთ მოემსახურონ საქართველოს მოსახლეობასა და იმ კომპანიებს, რომლებიც ჩვენი საბანკო სისტემის მომხმარებლები არიან. სწორედ თანამშრომლობის ამ პერსპექტივებზე გვქონდა საუბარი“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გამოგვყევით