logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად, Alshaya Group-თან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და Starbucks-ის პირველი ობიექტი თბილისში ზაფხულში გაიხსნება"

"რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად, Alshaya Group-თან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და Starbucks-ის პირველი ობიექტი თბილისში ზაფხულში გაიხსნება"

1776328927

რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად, Alshaya Group-თან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და Starbucks-ის პირველი ობიექტი თბილისში ზაფხულში გაიხსნება, - ამის შესახებ  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი აცხადებს.

მისივე თქმით, Starbucks-ის საქართველოში შემოსვლა ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და სერვისის ხარისხს გააუმჯობესებს.

ეს იყო ხანგრძლივი და ინტენსიური პროცესი – საქართველოში არაერთხელ ჩამოვიდა კომპანიის მაღალი რანგის დელეგაცია, სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობდა ბაზრის სიღრმისეული შესწავლა, ლოკაციების დათვალიერება და პოტენციურ პარტნიორთან შეხვედრები. დღეს უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგი – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გააუმჯობესებს სერვისების ხარისხს და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას“, – აღნიშნა ხიდურელმა.

ცნობისთვის, Starbucks-ი საქართველოში შემოდის, როგორც კომპანიამ დღეს განაცხადა, ბრენდის მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნება, რომელიც Starbucks-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში.

გამოგვყევით