logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

მაია ომიაძე: რთული გლობალური გარემოს მიუხედავად, ზაფხულის სეზონი წარმატებული იქნება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აცხადებს, რომ ტურბულენტური გლობალური გარემოს მიუხედავად, ქვეყანას აქვს რესურსი, ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებულად ჩაატაროს.

მაია ომიაძის განცხადებით, პროგნოზების გაკეთება ამ ეტაპზე რთულია, თუმცა მრავალწლიანი მუშაობა უკვე იძლევა შედეგს.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ტურბულენტური გარემოა და რთულია პროგნოზის გაკეთება, ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ წლების განმავლობაში სტრატეგიულ ბაზრებზე გაწეული დიდი შრომა შედეგს გამოიღებს", - აღნიშნა მაია ომიაძემ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში. 

მისივე თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პარტნიორულ თანამშრომლობას. 

„იქ, სადაც გვაქვს ცნობადობა და ძლიერი პარტნიორები — იქნება ეს მედიური, ბიზნეს თუ კერძო სექტორი — ერთად შევძლებთ აქტივობების განხორციელებას, რათა მეტი ტურისტი მოვიზიდოთ", - აცხადებს მაია ომიაძე. 

ომიაძე დარწმუნებულია, რომ ზაფხულის სეზონი დადებითი დინამიკით განვითარდება. ამასთან, ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წლის საბოლოო შედეგებზე წინასწარი დაპირებების გაცემა არარეალისტურია. 

„წლის ბოლომდე იმაზე საუბარი, გავალთ თუ არა დაგეგმილ ნიშნულზე, აბსურდია. აზრს მოკლებულ დაპირებებს ვერ გავცემთ, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დანაკარგების შემსუბუქებას აუცილებლად შევძლებთ. დარწმუნებული ვარ, ასეთ რთულ გარემოში, მსოფლიოსთვის რთულ გარემოში, საქართველო შეძლებს შედარებით ნაკლები დანაკარგებით გავიდეს", - აცხადებს მაია ომიაძე. 

ომიაძემ ასევე აღნიშნა, რომ პირველი კვარტლის შედეგები უკვე აჩვენებს პოზიტიურ ტენდენციას.

პირველი კვარტალი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არ იყოს იმ დონის, რაც კონფლიქტის არყოფნის შემთხვევაში იქნებოდა, მაინც საკმაოდ კარგ ნიშნულამდე მივიდა", - აღნიშნა მაია ომიაძემ. 

გამოგვყევით