logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის, ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში" - პრემიერი

"მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის, ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში" - პრემიერი

1780399785

ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტში გამრიცხველიანების დაწყების მნიშვნელობას ეხებოდა.

ციფრებზეც იყო საუბარი. როგორც აღინიშნა, დღეისათვის წლიური მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში არის 133 მლნ კილოვატ/საათი, როცა მსგავსი მუნიციპალიტეტის მოხმარება არის 7, მაქსიმუმ 10 მლნ კილოვატ/საათი. რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს და უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა. ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში“, -  განაცხადა პრემიერმა.

გამოგვყევით