logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Samsung-ი ვიეტნამში $1.5 მლრდ-ის ღირებულების ჩიპების ტესტირების პირველი ქარხნის მშენებლობას გეგმავს

Samsung-ი ვიეტნამში $1.5 მლრდ-ის ღირებულების ჩიპების ტესტირების პირველი ქარხნის მშენებლობას გეგმავს

1779888480

ტექნოლოგიური გიგანტი Samsung Electronics-ი ვიეტნამში მიკროჩიპების ტესტირების პირველი ქარხნის მშენებლობას გეგმავს, რისთვისაც კომპანია 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი საინვესტიციო წინადადების ოფიციალური დოკუმენტიდან გახდა, რომელიც სააგენტო Reuters-მა მოიპოვა.

დოკუმენტის თანახმად, ახალი საწარმოს მშენებლობა უკვე დაწყებულია ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 60 კილომეტრში მდებარე ინდუსტრიულ პარკში.

გეგმის მიხედვით, ქარხანა ოფიციალურად მუშაობას 2027 წლის ნოემბერში დაიწყებს. საწყის ეტაპზე საწარმო ფოკუსირებული იქნება ტრადიციული (ძველი თაობის) მეხსიერების ჩიპების — DRAM-ისა და NAND-ის ტესტირებაზე, რომლებიც ფართოდ გამოიყენება სმარტფონებსა და პერსონალურ კომპიუტერებში. კომპანიის ეს ნაბიჯი პირდაპირ კავშირშია ბაზარზე არსებულ მიმდინარე ვითარებასთან.

ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმის გამო, ჩიპების მწარმოებლებმა ძირითადი რესურსები მაღალტექნოლოგიური AI ჩიპებისკენ მიმართეს, რამაც სტანდარტული, ტრადიციული ჩიპების გლობალური დეფიციტი გამოიწვია.

Samsung-ის  ახალი ქარხანა სწორედ ამ დეფიციტის შევსებას ისახავს მიზნად. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, სამსუნგი მიღებული მოგების რეინვესტირებას და მეორე ქარხნის აშენებასაც განიხილავს, რამაც შესაძლოა პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2.5 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს. ამ ინვესტიციით ვიეტნამი კიდევ უფრო იმყარებს პოზიციას, როგორც ჩიპების აწყობისა და ტესტირების წამყვანი გლობალური ჰაბი, სადაც მსგავს საწარმოებს უკვე ისეთი გიგანტები ფლობენ, როგორებიცაა Intel და Amkor.

თავად Samsung Electronics-ს დოკუმენტის შინაარსთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია

თამარ გაზდელიანი 

ფოტო:Reuters 

გამოგვყევით