logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

საწვავის სტაბილური მარაგი და შეცვლილი მოთხოვნა - რა ხდება საავიაციო ბაზარზე?

საწვავის სტაბილური მარაგი და შეცვლილი მოთხოვნა - რა ხდება საავიაციო ბაზარზე?

1779689260

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი ავიამგზავრების ქცევას მნიშვნელოვნად ცვლის. მომხმარებლები მოგზაურობებს უფრო მოკლე ვადაში გეგმავენ და ბილეთებს გამგზავრებამდე მცირე ხნით ადრე ჯავშნიან.ამის შესახენ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ბრიტანული ავიაკომპანია EasyJet აცხადებს, რომ საწვავის მიწოდების მიმართულებით შეფერხებას არ ელოდება და მგზავრებს პანიკის საფუძველი არ აქვთ.

კომპანიის ხელმძღვანელის, კენტონ ჯარვისის თქმით, სექტემბრის ბოლომდე საჭირო საწვავის 72%-ზე ჰეჯირების შეთანხმებები უკვე გაფორმებულია, რაც ავიაკომპანიას ფასების მერყეობისგან ნაწილობრივ იცავს. კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ საწვავის წარმოება გაიზარდა ნორვეგიაში, დასავლეთ აფრიკასა და ამერიკაში, ხოლო სპარსეთის ყურის რეგიონის გარეთ ავიასაწვავის გადამამუშავებელი სიმძლავრეებიც გაფართოვდა, რაც მიწოდების სტაბილურობის მოლოდინს აძლიერებს.

ავიაკომპანიის შეფასებით, ბაზარზე მთავარი ცვლილება ამ ეტაპზე მომხმარებლის ქცევაა. მგზავრები აქტიურად ყიდულობენ უახლოეს პერიოდში დაგეგმილ რეისებს, თუმცა გრძელვადიანი მოგზაურობების დაგეგმვისგან თავს იკავებენ.

მომხმარებლის ქცევის ცვლილებაზე EasyJet-ის გარდა საუბრობენ სხვა ავიაკომპანიებიც, მათ შორის Ryanair, Jet2 და ევროპული ტურისტული ჯგუფი TUI. ბრიტანული მედიის შეფასებით, თუ რეგიონში გაურკვევლობა გაგრძელდება, ავიაკომპანიებისთვის მთავარი გამოწვევა არა ფრენების შესრულება, არამედ მომხმარებლის ნდობისა და მოგზაურობის წინასწარი დაგეგმვის ტემპის შენარჩუნება გადხება.

ნია ბაკურაძე 

გამოგვყევით