logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"აზერბაიჯანთან 20-წლიანი შეთანხმება იაფ გაზთან დაკავშირებით კიდევ 20 წლით გაგრძელდება" - პრემიერი

"აზერბაიჯანთან 20-წლიანი შეთანხმება იაფ გაზთან დაკავშირებით კიდევ 20 წლით გაგრძელდება" - პრემიერი

1779307740

იაფ გაზთან დაკავშირებით 20-წლიანი შეთანხმება გაგრძელდა 20 წლით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რა კითხვაც დაისვა „ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართულ დებატებში ენერგეტიკის ექსპერტის მხრიდან,  იმას გაეცა პასუხი კონკრეტული მოლაპარაკებებით და შემდეგ - კონკრეტული ხელშეკრულებით.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართულ დებატებში ენერგეტიკის ექსპერტმა კითხვა დაგვისვა, რომ იყო 20-წლიანი შეთანხმება სოციალურ გაზთან, იაფ გაზთან დაკავშირებით და ამ შეთანხმებას წელს ეწურებოდა ვადა და იქ კითხვა დასვა, ამაზე საერთოდ რას ფიქრობთო. შედეგი გვაქვს - ეს 20-წლიანი შეთანხმება გაგრძელდა 20 წლით. რა კითხვაც დაისვა, იმას გაეცა პასუხი კონკრეტული მოლაპარაკებებით და შემდეგ - კონკრეტული ხელშეკრულებით“, -  აღნიშნა პრემიერმა.

გამოგვყევით