logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

დიდი ბრიტანეთის მთავრობა სუპერმარკეტებს ფასების გაიაფებისკენ მოუწოდებს - The Independent

დიდ ბრიტანეთში მთავრობა სუპერმარკეტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა აუცილებელი პროდუქტები როგორიცაა პური, რძე და კვერცხი გააიაფონ. სანაცვლოდ,ხელისუფლება მაღაზიებს გარკვეული რეგულაციების შემსუბუქებას სთავაზობს. ამის შესახებ ბრიტანული მედია The Independent-ი წერს.

ინიციატივა ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს ეკუთვნის და მისი მიზანი მოსახლეობისთვის სურსათის გაძვირების შეჩერებაა. თუმცა, ბრიტანელი საცალო მოვაჭრეების გაერთიანება British Retail Consortium აცხადებს, რომ მთავრობის მიდგომა არასწორია.ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მთავრობა ცდილობს სუპერმარკეტები აიძულოს პროდუქცია თითქმის ზარალზე გაყიდონ, მაშინ როცა მთავარი პრობლემა თავად სახელმწიფოს პოლიტიკა, რეგულაციები და ენერგორესურსებისა თუ შეფუთვის გაძვირებაა. 

Financial times-ის ცნობით, მთავრობამ სუპერმარკეტებს ურჩია, რეგულაციების ცვლილებით დაზოგილი თანხა სასურსათო ფასების შესანარჩუნებლად დააბანდონ.

საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში სურსათის ინფლაცია, გასულ თვეში, 3.7%-მდე გაიზარდა. 

გამოგვყევით